ერთხელ ნახული - გოჩა ბიჭაშვილს
ნადირის სუნი და აღტაცება მარადიული აქ მოთმინება და განცხრომა ერთად იღვიძებს, უნდა წავიდეთ სანადიროდ სარკინეგორზე და განაბული ჯიხვი ჩუმად გამოიღვიძებს. გზად მიმავალი დილის სხივმა უნდა გაგვათბოს, წყალს დაწაფული ირემივით უნდა გვინდოდეს, რომ მივაღწიოთ ადგილს სადაც მარადიულად, ისვენებს სული და ეს წლები უცხოდ ვიდოდეს. ერთხელ ნახული დოლამისი და კატიწვერა, ბუდეში ბალახს დღეს კი უკვე სულ სხვა ფერი აქვს, აქ დაისვენებს სული ჩემი გადაღალული, მზე აქ ამოდის და ამინდიც სულ სხვა ფერია. მე ვყვები მართალს, მე ეს მთები მალაპარაკებს, სადაც ოცნებას გადაიცმევ თოვლში პერანგად, იტყვი არ ვთვრები როცა ამ მთებს ვესაუბრები, და გააგრძელებ ლხინის სუფრას უმალ ბუხართან. ცაში ღრუბლებმა აჯანება გამოაცხადეს, ნადირი ხარობს მონადირე წუხილს უნდება, დღესაც დასთვრება რაჭის მთებში ეს სიყვარული და სისხმა დილით,გათენებას,მთის ფერდს აჰყვება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი