ო, რაჭის მთებო


შოდა აღელვებით მიყურებდა თეთრად მოსილი,
ნოემბრის ყინვა რაჭის მთებმა შვილად მიიღეს,
როდის ჩამოთოვს დოლამისზე დეკემბრის თეთრი,
და ეს ქართული სული ერთხმად როდის იკივლებს.

ვხედავ ამ ლამაზ ცისარტყელას კომის მაღლობზე,
სიცოცხლეს ვლოცავ, რომ ვიხილე ეს სილამაზე,
ვდგავარ ვნატრულობ კიდევ ერთხელ მომეცეს შანსი,
აქ ამოვიდე გულმა იგრძნოს ეს სიამაყე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი