მეგობარს ასეთს რ. მუზაშვილს - ო.გრძელიშვილს


ცხოვრება რთული ყოფილა ძმებო,
ადამიანი უნდა გადარჩეს,
რისთვისღა ვცოცხლობთ თუ შთამომავალს,
წინაპრის ღვაწლი არ დავანახეთ.
 
ქართველს ერთი აქვს მოსაგონარი
და მასაც ვხედავთ, როგორ გვართმევენ,
წილად განიყვეს ეს საქართველო,
მტყუანს მართალის სამოსს აცმევენ.
 
და გვეტირება ამის მნახველებს,
მაგრამ ნუგეში არსიდ გამოჩნდა,
მხოლოდ სასმისისით ვოცნებობთ ასე,
ღმერთმა რაიმც კი ფიქრი გადმოგვცა.
 
ტკბილ მოგონებით მხიარულ გულებს,
მაინც ატყვიათ სევდა ტიალი,
როგორ ამოშლის ღვინო ამ სევდას,
არმაზს მოისმის მხეცის ღრიალი.
 
ძმებო ჯერ კიდევ ქართველად ვცოცხლობთ,
ილიას სიტყვებს ამართლებს ხალხი,
უნდა ცოცხლობდეს ჩვენში რუსთველი,
და გალაკტიონს დაუდგათ ტახტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი