ყიდანჭალელი


მთაზე გაჩერებულ ნისლებს ეძინებათ,
სუნთქვას ანელებენ ტყეში ყვავილები,
ნეძიხს მიმავალმა გლეხის ნაფეხურმა,
ბავშვებს გაუკვალა გზები არეული.

ისევ იხსენებ ტკბილი მოგონებით,
ხალხი სიმარტოვით მაინც ლაპარაკობს,
პანტის ხეებივით მალე დაბერებულ,
მალულ გახსენებას გული აღარა სთხოვთ.

რძისფრად შეფერილი მურჯოს გასასვლელთან,
სევდას აუგია ბინა მარტოობის,
და იქ გამვლელები მზერით განაბულან
ყიდანჭალელები, სხვებიც არეულნი.

მთაზე გაჩერებულ ნისლებს ეძინებათ,
სუნთქვას ანალებენ ტყეში ყვავილები,
ნეძიხს მიმავალმა გლეხის ნაფეხურმა,
ბავშვებს გაუკვალა გზები არეული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი