ცისარტყელაა მაგ შენს თვალებში


ამ თვალებს ძვირფასო სხვა გრძნობა ეტყობა,
დღეს უფრო ფერადი გამხდარა სამყარო,
ცაში რომ აჭრილან თავნება ჩიტები,
მომინდა რატომღაც ცა მიწას გავყარო.
 
გრძნობები და მასთან მგრძნებარე ფერება,
ცისარტყელაა შენს ლამაზ თვალებში,
მივყვები განწყობით ამ დღეთა დინებას,
არ გადაიკარგო სხვა უცხო ქალებში.
 
დეკემბერს ატყვია ნოემბრის აჩრდილი,
გაზაფხულს მოელის ეს გული რატომღაც,
შენს ლამაზ თვალებში დაჰქრიან ქარები,
და სცივათ მაგ ღაწვებს, ელიან სათხოვარს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი