ეს დღეც გათენდა


დიდებულია გათენება რატომღაც თბილი,
და განშორება ამ ფიქრებთან ძვირფასო ჩემო,
მე აქ ვარ ვიცი გარდასახვით უნდა გადვიქცე,
რომ მოგონებამ აღარ მოკლას შეგრძნების გემო.

გათენებისას მზის ამოსვლას ველოდი დღესაც,
მზის სხივთა ბრწყინავ მოელვარე პატარა ჩრდილში,
და გათენებით მხიარულმა ვიტირე თითქოს,
ეს დღეც გათენდა, და გავდივარ სამოთხის კარში.

ამ წელიწადმა შეგონებით დაიწყო მზერა,
აღარ მაცდიან შევეჩვიო გარემოს ჩემსას,
დავკოცნო ისევ გალახული ქართული მიწა,
აღარ უსმენდე განაწამებ ამ ქვეყნის კვნესას.

შენთვის გათენდა ეს დღეც ვიცი სამოთხევ ჩემო,
და მიხარია, რომ ქართული სისხლით ვიზდებით,
არის ცდუნება უსჯულოთა მაცდური ხელის,
მაგრამ ქართველნი ამ დროშიაც მტერს არ ვნებდებით.

დიდებულია გათენება რატომღაც თბილი,
და განშორება ამ ფიქრებთან ძვირფასო ჩემო,
მე აქ ვარ ვიცი გარდასახვით უნდა გადვიქცე,
რომ მოგონებამ აღარ მოკლას შეგრძნების გემო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი