სხვა რამ გვაფიქრებს


დავიკარგენით ამ სივრცეში და აღარ ვიცი,

საით წაგვიყვანს ეს ბედკრული დღეთა დინება,

ერთ-ურთი უნდა შევინახოთ თორემ ძმობილო,

სულს წაგვართმევენ და დაუწყებთ ჩვენს თავს გინებას.

მოდით არ გვინდა სხვამ რა გვიქნა, სხვამ რა აკეთა,

ნუ გავიხსენებთ კიდევ უფრო დავიღალენით,

აწმყოს შეხედე, შე ბედშავო, წუთისოფელო,

სულ ტალახში ვართ და კიდეცავ ჩავიფალენით.

ახალ იმედებს მივცეთ ნება სხვა აზრი შობონ,

და გარიყული ფიქრებივით შორს არ წავიდნენ,

სხვა რა გვიშველის თუკი ისევ ოცნება მოკლეს,

ან ეს გრძნოებები ცხელ გულიდან ჩუმად გავიდნენ.

მე ეს მაწუხებს, მე ეს მტკივა ჩემო ქართველნო,

ერთნი ვართ ვიცი და ამიტომ უნდა გადავრჩეთ,

შენ თუ არ ფიქრობ სამშობლოზე აბა სხვას რას სთხოვ,

 სხვას რაღა უნდა დღეს აქ არის მას ეს ანაღვლებს.

იმედის ძალა ჩვენში იყო და დღეს ყოველი,

უნდა იმედმა გაგვიცოცხლოს გული მგრძნებარე

ჩვენში ილია უნდა იყოს ყოვლათ ცოცხალი,

და ღმერთის რწმენამ უნდა შობოს დღენი მკვეხარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი