სარკე


ყველას გვჭირდება ჩვენ ჩვენი სარკე,
ის დაგვანახებს ვინ ვართ და რა ვართ,
თუ ამ ცხოვრებამ დაგვღალა უკვე,
და სიყვარულმა დაუშვა ფარდა.
 
ნუ გეშინია, ნუ დაიბნევი,
სიცოცხლე უკვე დიდი ხვედრია,
ყველას გვჭირდება ჩვენ ჩვენი სარკე,
კარგად რომ ჩავწვდეთ ვის რას გვეტყვიან.
 
იქ სადაც წავალთ, ოდესღაც ერთად,
სათქმელი უნდა გვქონდეს ულევი,
აქ ჩაიხედე სარკეში გიჯობს,
რომ წამმა იქავ არ კლას გულები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი