შენამდე კიდევ
სდგას შენი ლანდი მთვარიან ღამეს გალაღებული, თავზე ევლება ნაშუადღევს ამ წლების თქეში, მარტოა შენი შეგრძნებები მოგონებანი, და ამიტომაც, ცისა ფერი გიდგას თვალებში იცი ძვირფასო ამ ზამთრის დღეებს მოქვთ ტკივილი, მათაც არა აქვთ გამძაფრებით ღამის რუტინა, თეთრი დღეების მეამბოხე გრძნობების შემდეგ, ეს ჩემი გულიც, დაემსგავსა, თითქოს უჩინარს. ატმისფერია ეგ ტუჩები ამ მზიან ღამეს, და ამიტომაც აღარ ვკარგავ დარჩენილ იმედს, გამახსენდება შეხვედრები ბავშობის ბაღში, როგორ სტკიოდათ, დაკვრის შემდეგ გიტარის სიმებს. და მაინც ისევ ფიქრებია ჩემი მეგზური, შეხვედრა ჩვენი ამ შუადღეს უფრო მაშინებს, ვწერ შენზე ვიცი უნდა ვწერო ასეა ბედი, მახსენდები, კალამს ფურცელი უხმობს მაშინვე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი