ანანურის მთებს სხვაგვარად ათოვთ


სულ ახლოს ანანურთან, პატრა ხეობას,
ხორხს რომ ეძახიან ლამაზი არისო,
თოვლს ჩამოუყრია რატომღაც გუშინ და,
შესცივდათ ამ გორებს ამ მთიელთ მხარისო.

გუდრუხთან იქ სადაც ლამაზად იყრება,
ხორხის წყლის ხეობა ჟინვალში შეჭრილი,
რამ შობა ასეთი ლამაზი ბუნება,
მთებს ვხედავ ორ რიგათ ცის სივრცეს გაშლილი.

ანანურს და მის მთებს სხვაგვარად დასთოვა,
თეთრები ჩაუცვამთ ქისტეთის ნაპირებს,
ნეძიხთან შევჩერდი და მოხუც გავხედე,
მან მითხრა აქ არის წასვლას არ აპირებს.

სულ ახლოს ანანურთან, პატრა ხეობას,
ხორხს რომ ეძახიან ლამაზი არისო,
თოვლს ჩამოუყრია რატომღაც გუშინ და,
შესცივდათ ამ გორებს ამ მთიელთ მხარისო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი