გეძებდი
გეძებდი გიპოვე და ახლა შენთან ვარ, გრძნობებმა დაღალა ეს გული გამიგე, თუ დღეს ვარ ასეთი მიმიღე ძვირფასო, მე უკვე ამ ფიქრებს ტაძარი აუგე. დღეს მიჭირს ყურება სხვა ბევრის ძახილი, ეს დროა ასეთი და უნდა შევცვალო, მიმიღე როგორიც დღეს გავხდი რატომღაც, ჩვენს გზაზედ ენძელა ძირს უნდა მოვყარო. გეძებდი და თითქოს გაჩუმდა სამყარო, ხეებს კი დასცვივდათ დამჭკნარი ფოთლები, მე აქ ვარ ასეთი ურჩი და უმგვანო, ღმერთსა ვთხოვ ეს იყოს დღეს რასაც განვიცდი. ასეა ძვირფასო, მძებნელის სამყოფი მე უკვე დავლიე ეს ბოლო ფიალაც, ვერ ვძლიე ცდუნებას და მაინც გავტეხე, პირობამ რომელმაც მთლად გამატიალა. გეძებდი გიპოვე და ახლა შენთან ვარ, გრძნობებმა დაღალა ეს გული გამიგე, თუ დღეს ვარ ასეთი მიმიღე ძვირფასო, მე უკვე ამ ფიქრებს ტაძარი აუგე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი