პოეტს რად უნდა ქება... ოთარ ჭილაძეს
სამარადისო ოცნებებით დასეტყვილ მხარეს, სად პოეზია აბიბინდა ასე ლამაზად, ეცადნენ მასში სარეველა ეზარდათ ბევრი, მაგრამ ნამდვილი პოეზია ბევრმა აღზარდა. შენს სიტყვის მადანს ასე ეცხო ქართული სული, ასე ისწავლა ბევრმა შენით ლექსების წერა, და ეხლა როცა სიცოცხლისთვის სხვა ადგილს უვლი, ვფიქრობ არ წავა ძველი მადლი ზღვა ბედისწერა. ძვირფასო ოთარ, ყველას გული სავსეა ტკბობით, როცა შენს ლექსებს უცქერს თვალი ხვდება ვისია, და მონატრება ანდა იქნებ ოცნებას უხმობს, რომ მოსწრებოდა შენს დროებას როგორც წესია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი