ჰორიზონტს იქით
ჰორიზონტი შორს , ისე შორს როგორც, მე ვდგავარ შენგან, ჩვენ დუმილი გვკლავს, ეს შენც იცი, მაინც მიმალავ, მაგრამ დამალულს გაძარცულს ამ ჩემს გრძნობებს, რაღას უშვრები? ჩვენ ვდგავართ ჰორიზონტს იქით, სადღაც შორს, სადაც ფრინველებსაც ეზარებათ ფრთების გაშლა. მაცდურია ეს მონატრება, მარტისფერია სუყველაფერი, გაგვახსენდება მოგონება ასე მდაბიო, მე და შენ აქ ვართ აქ ახლოს სადღაც. ოცნებობს ღამე ჰორიზონტს იქით, ისევ ნისლია ჩვენ კი ვდგავართ, სადრაც სულ ახლოს ერთმანეთან, თვალს არ უსწორებთ, ბავშობის დღეებს, უბრალოდ ვდგავართ აქ სულ ახლოს , ჰორიზონტს მიღმა. მელანქოლია მომეძალა რძისფერი ღამის, სულ სხვაა ჩვენი შეხვედრების გადავიწყება, ვყვირი, სად წახველ ასე მალე ჩემო ძვირფასო, რთულია მარტო დარჩენილის ასე ყურება. ჩვენ ვდგავართ ისევ ჰორიზონტის სადღაც სულ იქით, სადაც სიცოცხლეც აღარ არის ასე მგონია, გვინდა გავიდეთ ნაპირისკენ, მაგრამ სად წახვალ, ნისლით დაბურულ მეოცნებე კაცის გულია. ვდგავართ მე და შენ ან და იქნებ შენ და მე აქვე, წარმოსახავში გახსენბული შენი სახება, სიზმარი მიდის არ მთავრდება მგრამ რას ვშველი ასეა ყოფა და ასეთი ბედნიერება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი