გაგრაში მინდა! - ირაკლი შამათავას
სამოთხის მსგავსი სილამაზე აქ არის ვიცი აქ უსაშველოდ იღიმიან ისევ ბავშვები, აქ იკარგება ქართულ სულში ფერადოვნება, სამშობლოს ნაწილს მე ვერ დავთმობ, ვყვირი წვალებით სად ეს ბავშვობა შევალიე, ამ კოხტა მიწას, ეხლა ძნელია მიატოვო გაშორდე მხარეს, ხანდახან ვტირი, რომ ვიხსენებ ჩემს იმ სასთუმალს, პატარა ოდას, დიდ კვიპაროს, იმ არე-მარეს. იცით? არასდროს მინატრია სხვაგან მეცხოვრა, ქართული ჯიში ძლიერია სხვა ვერ აცოცხლებს, აქ უნდა იყოს სიკვდილამდის ჩემი სამარე, ასეა წესი, ღმერთი უფრო ამას აცხოვნებს. გაგრაში მინდა! მხოლოდ ერთხელ ჩემს სკამზე დავჯდე და მოვეფერო იქაური მიწის სინაზეს, დავკოცნო უკვე დავიწყებით გამქრალი ხალხი, რომ ჩემს შვილებსაც ემახსოვროთ, მე რაც ვიწამე. მე ეს სიზმრები, ვიცი უმალ ბოლოს მომიღებს, უკვე ნერვები აღარ ითმენს სულში მიწვდება, ამიჩვილდება ხშირად გული როცა მთვრალი ვარ, და ოცნებაში გაგრის ხედი თვალწინ მიდგება. მე კი ვერ ვნახე სანახავი, მაგრამ სხვა მინდა, რომ ჩემს შვილებმა მიაღწიონ საწადელ ადგილს, სად მამა-პაპა მათი სისხლის გამო დაეცა მათ მოიხსენონ, მოეფერნო, ქართველის მანდილს. ამ წლების მერე, თუკი ისევ ცხოვრება დამღლის ვიცი რა უნდა იყოს ისევ ფიქრის მალამო, შენ მახსენდები, ჩემო გაგრავ, ისევ ფიქრში ხარ, ქართული გენის ულამაზეს მკვიდრო ალაგო. გაგრის ღამეებს სულ სხვაგვარი სიმშვიდე ახლავს, ნიავიც უფრო ფაფუკია თითქოს საზრდოობ, აქ ყვავილებიც სხვანაირად გადაპენტილა, ღმერთსა ვთხოვ, კიდევ მაოცნებოს ცოტა მადროოს. გნატრობდი სახლო წლები უკვე მაფიქრებს ცუდად როდის იქნება დავეწაფო ჩემს დამშრალ წყაროს, არ მაწვალებდეს სხვა ფიქრები და ვიყო ლაღად მონატრებები გასხვაფერდეს გულს სისხლი დარობს. ჩემს დამჭკნარ იებს და სიბერით გადახრილ კაკალს მონატრებიათ წყალი თითქოს სიცოცხლე ტირის, თუ არ მივხედე მამაჩემის დატოველ კერას, შვილებს რა უთხრა? ეს ცხოვრება რაშივით მიჰქრის. უნდა ვიცოცხლო რომ კიდევ ვთქვა მიყვარხარ გაგრა რომ გამოცოცხლდეს სახლის გვერდით დამშრალი წყარო, მშვიდად იქნება გამაცილონ მე ამ ქვეყნიდან, და ჩემა შვილმა ამაყად თქვას გაგრელი ვარო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი