მ.კ.
შენს თვალთა შორის, მეამბოხე ქარები ქრიან, დღეები რთულად ასხივებენ გადაღლილ სხივებს, სრულ სიჩუმეში, ზიხარ, იცი, გწამსა და გჯერა, რომ შთაგონება არ დაინდობს გუშინდელ ფიქრებს. დასდევენ გარეთ, მაწანწალა კატებს ძაღლები, შენში და ჩემშიც ძიებაა რაღაც ახალის, არაფერს ამბობს, სიტყვიერი ეს გახსენება, უნდა გადარჩეს უწინდელი ფიქრთა საყდარი. ბაბილონს მდგარი, ამ სიმაღლეს ვეღარ გაუძლებ, არ დაისვენებს შარშანდელი ზამთრის ქარები, ვიცით, არ ვიცთ მაინც უნდა გადავყვეთ დარდებს, სავარაუდო სიტყვებია ჩვენთვის მთავარი. ძვირფასს გიწოდებ, ღიმილიან სახეს ვაჩერებ, მეხდაცემული ვდგავარ შენს წინ, მინდა გაქცევა, მძაფრავს შენდობა, ასე რთული, ჩემგან შენდამი, არ მინდა კიდევ, ამ გზაზეაც ერთხელ წაქცევა. და ამიტომაც სჯობს გაქცევა, სადაც მელიან, სადაც არასდროს ანსხვავებენ ხეებს ქარები, ქრიან ნებაზე, აგრილებენ გულებს ანთებულს, არ ეშინიათ, თუნდაც დარჩეთ ღიად კარები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი