როგორც უწინ
დღეს ისევ წვიმს , წვიმს როგორც უწინ, წვეთები ეცემა იმავე ხეებს, ისევ ის ზამთარი დამდგარა რომელიც, როგორც უწინ... ვერ გვათბობს ვერცერთს... ისევ იმ საბანში დამალული, იმავე კალმით და რვეულით, იმავე რითმებს ლექსებად ვწერ. იმავე ფიქრებს გავრდაქმნი ოცნებად და ვერაფერს როგორც ყოველთვის ვერ ავისრულებ. როგორც ყოველთვის ტირილი მინდება, მაგრამ მიზეზი ამისთვის არ მაქვს... იმედია მალე გათენდება, მაგრამ ეს წვეთები ისევ რაღაცას მალავს, რაღაცას ხლართავენ ფიქრები, ცრემლები აწვება თვალებს... არმინდა,არმინდა იგივე ვიგრძნო, არმინდა ისევ მიწაზე დავვარდე... ისევ იგივე წვეთები, ისევ როგორც ადრე ხმაურობს... წვიმა არ ჩერდება და მე ვხდები, ამით ისევ რაღაცას მიამბობს, მიამბობს ისევ შენ როგორ ზიხარ, მარტო ოთახში, ქცივა და გახსოვს: რომ ერთი წლის წინ , მე შენ არ მყავდი და შენ არც იცოდი ვინვარ საერთოდ . თუმცა არც ეხლა იცი მე ვინ ვარ და არც მე მყავხარ... როგორც ყოფილა... თუმცა ხომ ვიცი ორივეს გვახსოვს, ის რაც არაზდროს განმეორდება, მაგრამ განსხვავება რა არის იცით? იმ დროს ვნატრობდი ვინმე მყოლოდა , ახლა კი ვხდები რომ ეს წვეთები, ჩუმ-ჩუმათ ყვირიან: "თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი