ნოემბრის მიწურულს


მანდ ბროწეულმა დაკრიჭა კბილი
ალბათ და ჩემთან წვიმები იხმარს
მოსასვენებლად, გათოშილ თბილისს
როცა ვიცი, რომ თბილისის მიღმა

შორს, სადაც დედას მუდამ თავს ვუხრი,
სადაც დიდობა ყოველთვის მსურდა,
ვიწრო სალარო, იქ ჩემი,,ქუხნის",
ზეცას უბრუნებს ღრუბლების ხურდას.

მე ჩვენს ოცნებას მივყვები, ახდა
ოცნებაში და ოჯახი ჰქვია,
ერთი, ორი და სამი და სახლთან...
ჩვენს სახლთან ალბათ იმედებს გვიან,

ან შემოდგომის იმ ჩამკვდარ ფოთოლს,
ნოემბრის ქარს რომ მოათრევს, ფრთხილად
ხვალ ორ ქალაქში ერთი ცა მოთოვს,
დაგხვდება ქურქით მცივანა დილა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი