სიცოცხლე


ტრიალებს კარუსელივით და უფრო სწრაფად ტრიალებს,
ტრიალებს, თითქოს ყველაფერს ურევს და გაამთლიანებს.
ტრიალებს მთვრალი კაცივით და გზას უჩვენებს ტიალებს,
ტრიალებს ქალბატონებში და მათვე დაამთიანებს.
ტრიალებს. არ ცვლის ზღვის ღელვას და არც იმერულ დიალექტს,
ტრიალებს! გარს უტრიალებს მანანებსა და დიანებს.
ტრიალებს წრეზე ქარივით, ტრიალებს მიშლის საღერღელს,
ტრიალებს და ამ ტრიალით მაინც ყველაფერს ახერხებს.
ტრიალებს როგორც ციბრუტი, როგორ ცრუ მემატიანე,
ტრიალებს, ვიცი ერთხელაც თავისკენ შემატრიალებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი