გადა-უშენო
ჩემს ფინჯანში ბევრია შაქარი, ჩაი არა. ჰგავს ეს რაღაცით ჩემს ცხოვრებას, თანაც უშენოს. შენ შეგიძლია უბრალოდ გვერდზე ჩამიარო და ჩემს არსებას იმედები გადა-უშენო რადგან უშენოდ ყველაფერი რჩება უცვლელი მატარებლებიც ვერ უცვლიან მგვზავრებს ადგილებს და ეს სამყაროც დარჩენილი ასე უცოლოდ ცდილობს წვიმებით უშენობა გამიადვილოს მაგრამ დღეები ნისლებივით არის უმწეო მოჰგავს ღრუბლების ამჩატებულ ცაზე ფორიაქს შენი ფილტვები მთელ სამყაროს სუნთქვას ურწევენ და ამინდებსაც შენი თხელი კანის ფერი აქვთ. თოვლის თითებით დაკემსილი თეთრი შინელი აცვიათ ხეებს და ტოტებით დააქვთ კვირტები შენც დაიჯერებ რომ სამყაროს ვიღაც შინ ელის ჩემს თვალებიდან ამინდებს თუ დააკვირდები ახლა ღამეა, ფინჯანი კი ჩაის გარეშე გავს ჩემს ცხოვრებას ფერმიხდილს და თანაც უშენოს ჩემზე ფიქრები შენ მარტივად ფენით გაიშრე და ჩემს არსებას იმედები გადაუშენე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი