გაგრა
ზღვაზე ტალღების მოლურჯო პლისე ცაზე ღრუბლების ფარდები სადა ბავშვობა ახლაც იქ დარბის ისევ ქუჩები ხელებს იშვერდნენ სადაც პალმები თითქოს გვეფინა მხრებზე გავდნენ რაღაცით შეფერილ აფრებს. ვგრძნობ იმ ქალაქში ხეები ხმება და მე ვხვდები რომ უბრალოდ ვაფრენ ან ვემსგავსები უტყვიო მჭიდებს. მორჩა, შეხორცდა, გათავდა, გაქრა სენი - ბავშვობა, რომელიც მჭირდა. დიაგნოზი კი - სოხუმი, გაგრა სამყაროს მიმართ შედგენილ სარჩელს უფრო გაქვს ვიდრე სიგიჟის მოტივს. მზად ვარ დაგითმობ, სხეულის სარჩულს, ზღვას გამოყევი, შენ ოღნდ მოდი. იქნებ შერჩენილ იმ ბოლო ფოთოლს ჩემთვის ინახავ და ზღავ კი მთვარეს... ვერ გადაღებულ მივტირი ფოტოს და მამაჩემის ვუყურებ თვალებს ზღვაზე ტალღების მოლურჯო პლისე მორჩა, გათავდა, შეხორცდა, გაქრა. დიაგნოზი კი უცვლელი ისევ უკურნებელი სენი მჭირს - გაგრა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი