0 67

რა შუაშია კატა ?!


კატაკლიზმები,
კატასტროფები,
კატაკომბები,
რა შუაშია კატა?
როცა კლიზმები,
როცა სტროფები,
როცა კომბები,
აზრს ისედაც არ კარგავს?
ცხოვრება ზოგჯერ ცუდი კარტია 
მოჰგავს არმიას ქართა
ვერ ვეგუებით რადგან ქარტიას 
სიტყვებს დავურთავთ კატას.
თაიგულები,
საბარგულები,
დაკარგულები,
აქ კი ნამდვილად გვჭირდება გული,
რადგანაც
თაი,
საბარ 
და დაკარ,
მაგონებს იმ ცოლს, სახლში რომ გელის,
სახლში რომელიც უკვე დაკარგე.
ოხ ეს სიტყვები, ოხ ეს ფრაზები,
ხშირად მოჰგვანან უაზრო მოტივს,
სიტყვების გამო ნუ გაბრაზდები,
კომენტარები (0)