ფიფქების ქორო
ცა იფარებდა სახეზე ღრუბლებს ცას თითქოს ციდან გაქცევა სურდა მაგრამ ცის იქით ცისფერი ზღურბლი ცის აქეთ თოვლი, წვიმა და სურდო იყო მიზეზი გაქცევის არსად იყო მოტივი უსიტყვო ყოფის ბანალურია სიცოცხლის არსი როცა სიცოცხლედ ცხოვრება გყოფნის მაგრამ ის ღამე არ გავდა ასეთს იღიმებოდნენ კაცები შორით და იღლიაში ამოჩრილ გაზეთს დაჰქონდა მთელი სამყაროს ჭორი ქარები ლექსით ჩახლეჩილ ხორხებს უშვერდნენ ცას და ირჩევდნენ მიზანს შენ კითხულობდი იმ ღამით ბორხეს მე ვკითხულობდი ლადოს და მირზას ქალაქის ორთქლი მსუბუქი ერთობ დაქონდათ ღამე გატეხილ ქარებს მე კი ვიდექი გარეთ და ღმერთო შენი ფიფქების ვუსმენდი ქოროს
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი