შენ ეს შეძელი...
ქარმა ფოთლების შემოაცვა ქუჩებს მატინე ცა კი ღრუბლებმა შემორაგეს თეთრი მესერით შენ ეს შეძელი, ყველას გული ერთად მატკინე დღემდე ნასროლი ყველა ტყვია ერთად მესროლე. კადრებით ვხვდები ახლო არის ახლა ფინიში წვიმა - ბუნების უტყუარი ძველი მიმიკა მინდა რომ ერთხელ შენს სხეულთან ახლოს მიმიშვა და მერე სულზე შენი სუნთქვა ისე მივიკრა მთელი სხეული ავწიო და სადმე ვისროლო ანდაც კედლებთან ლექსებივით ჩუმად დავტოვო. სამწუხაროა, მე არ მერგო ალბათ ის როლი, როცა ახალ წელს გაჩუქებდი ვარდებს დათოვლის. მაგრამ რას იზავ, ასე არის როცა მესერი - შენი სხეული, სულს გიფარავს როგორც მატინე. შენ ეს შეძელი, ყველა ტყვია ერთად მესროლე, დღემდე ნატკენი ყველა გული ერთად მატკინე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი