სარკის წინ


ზიხარ სარკის წინ და გაორება,
ეს გაორება ამშვიდებს ტალღებს.
ტალღაში უნდა ჩავიხრჩო თავი
სანამ სარკის წინ სიჩუმეს არღვევ.

სანამ ამ ნისლებს მიგზავნის ღმერთი,
და გამომიწვდის უფოთლო ხეებს.
თუ მონატრების კვლავ დადნა წვეთი
რა დააღამებს მოშავო დღეებს.

რა დააღამებს... ვინ დააღამებს?!
ახლაც ვერ ვხვდები ასეთი ვინ ხარ,
ახლა ტყვიებით ამევსო გული
შენ კი სარკის წინ მკვლელივით ზიხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი