შავი ალუბლები....


მიყვარხარ მარი, შავია ღვინო, შავია სამყარო, შავია ზღვა... მეალუბლისფერები..

მოგონებებმა შეკრეს კამარა, ჩემს გონებაში, ნუთუ ვერ ხვდები მიყვარხარ მარი. პარიზის აეროპორტში შემოვიდა, შავგრემანი გოგო, შავი ალუბლისფერი ჩანთით, მას მარი ერქვა. ბედისწერის და შემთხვევების არ მჯერა, ჩემს ადგილას დაჯდა, მაშინ გავიცანი, 21 წლის მარი.. ჩავ თვალება გოგონა, მარი ბათუმში დეიდასთან მიდიოდა, ზაფხული იყო, ცხელოდა. მაშინვე ვიგრძენი, რომ ის ჩემთვის ახლობელი გახდებოდა... თბილისის მერე დავკარგე, ამიტომ, ბათუმს მივაშურე, შვებულება აღებული მქონდა, იმ დღეს მელიქიშვილზე რესტორანში ვისხედით.. რესტორნის მერე, ზღვაზე წავედით, მთვრალები ვიყავით, ხალხი ყვირილი. ახალგაზრდა გოგონა იხრჩობაო... მახსოვს, რამოდენიმე ბიჭი ზღვაში გადახტა, გოგონას გადასარჩენად, ვერ იპოვეს. ყველანი იმ ადგილას მივედით... გავქანდი. შავი ალუბლისფერი ჩანთა, შავი ზღვა, შავთვალება გოგონა... აღარაფერი მახსოვს. მეორე დილით სასტუმრო შერატონში გამეღვიძა, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რაც მოხდა. ტირილი დავიწყე, შავია სამყარო. მე შენ მიყვარხარ მარი, მეალუბლისფერები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი