ვაი, თუ ..
დაუთოვია წუხელის მთებზე, ქალაქს აცვია პერანგი ზამთრის, როდემდე გავსტან მე უშენობით უკვე გავიდა წამი ათასი. რაღა დროს ახლა მოუნდა ზამთარს კაცურ კაცობის ჩვენება ჩემთვის, გადამიკეტა სულ ყველა ქუჩა რომელიც ახლოს შენს სახლთან მოდის. ჩამოწვა ნისლი დაგეძებ მაინც ვაცეცებ ხელებს ვერ გხედავს თვალი ვაი თუ ახლოს, ვაი თუ გვერდით, ჩამიარე და ვერ შეგიგრძენი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი