უფერობა
შემეყარა სენი განუკურნები მარტოობამ ჩემში დაისადგურა და მიქრება ფერთა აღქმის უნარი გამარჯობატ უფეროთა ქვეყნიდან. დღე და ღამის განსხვავება ვერ ვპოვე შავ-თეთრია მზის და მთვარის ფერები ცისარტყელამ გადმომხედა ზევიდან გადმოყარა მხოლოდ რუხი ცრემლები. გაზაფხული შემოვიდა ქალაქში ფანქრით ხელში ბავშვი მიდის ქუჩაში აფერადებს მინდვრებს ჭალებს ყვავილებს მიბრუნდება ფერთა აღქმის უნარი. იქ კი სადაც უერთდება მიწა ცას როცა მარტომ მარტოობა ვიგრძენი მელნის გული მშინ გაუფერულდა როცა ღმერთი ბედისწერას მიწერდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი