ლექსებს


მოუცდა კბილი ჩემს მუზას ბებერს.
და ავიწყდება სიტყვები ბევრი
ამიტომ ჩემი ლექსების გუდაც
ვეღარ ანათებს მარადი სხივით.
ვიცი ხანდახან მერღვევა რითმა
და ხანაც ლექსიც მოთხრობას მიგავს,
სულ ყველაფერი სულ ყველაფერი
მაინც ჩემი და მუზის ბრალია.
სულ მეწერება ლექსები ჩემთვის
და ვგზავნი ჩემი ოცნების ცაზე
უსიტყვით ვწერ და ვერ ამჩნევთ ალბათ
როგორ ტირიან ლექსები ღამით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი