გინდათ?


გინდათ!
წავიდეთ იქ სადაც ქარია
ქარს წვიმა მოსდევს 
უკვე შუადღეა.
ცაზე მზე ამოდის,
ლურჯთვალა იები
ალბათ ჩემს სოფელში
მომრავლდნენ ძალიან.
ღრუბლები მიდიან
ღრუბლები მოდიან
მათ ფიქრებს ვატან
ნეტავი სად მიაქვთ?
ქარია , ნაზად წვიმს
უკვე შუადღეა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი