ფიქრებში


აენთები ისევ წამით და წამშივე ქრები
გამახსენებ თავს უდროოდ,
ფიქრს ვეძახი მალვით.
დავყიალობ გზა-შარაზე ოცნებებით გართულს
მახსენდება ის შეხვედრა ზამთრის ქუჩის ბოლოს.
ის ღიმილი შორეული სხვას რომ ეკუთვნოდა
მაინც მათბობს და მახარებს მისი ელვარება.
სხვა კუთხისკენ გიდევს მხარი
სულ სხვა მხარეს დავრჩი
ისევ იქ ხარ ისევ ახლოს ფიქრში უკვე შეგხვდი
თუმცა თვალის გახელისას ვეღარ ვზომავ მანძილს,
გაზაფხულის მოლოდინში ცივ ოთახში ვკვდები
და მიჭკნება გვირილები შენთვის დაკრეფილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი