მე ანუ ჩვენ
დიდის მონდომებით, ტანში ჟრუანტელით სახე მომღიმარი მყარი ნაბიჯებით, ასე მოდიოდა ჩვენთან ოცნებები, უსაზღვრო გზებით და ფერადი მცნებებით. დროის ქარტეხილში, სხივთა გადაკვეთით, სიზმრად ანთებული ნათელი წერტილებით, წამებში ათვლილი სეკუნდის მეოთხედში, სურვილებს ვისრულებდით, ჭიას ვახარებდით. ვინ აღარ ვიყავით, სად აღარ ვიყავით, ხან გმირი ,ხან მეფე, თავადი ან გლეხი. და როცა გვგონია ისა ვართ ვინც გვინდა, სურვილის მწვერვალის დაპყრობის მომენტში, თვალს ვახელთ ,ვიღვიძებთ უაზრო მთქნარებით, უმიზნო ცხოვრებას მივყვებით ბოლომდე, ვის უნდა საბანი ფერადი ფიქრების?! ღამდება და მთვარეც შორიდან იძახის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი