ჭაღარა მოხუცი


ბნელი ოთახი, სიჩუმე, 
ოთხი კედელი, 
კედელზე მკვდარი საათი,
ფარდას გამჭოლი ყვითელი შუქი
ლამპიონის, რომელიც დასტირის ცარიელ ქუჩას,
ქუჩას სადაც სანაგვეც თვლემს და მაწანწალაც,
სიჩუმის სმენა ოთახში ბეთხჰოვენის სონატას ჩრდილავს
ჩრდილავს მთვარესაც ვარსკვლავის მტვერი,
მტვერი ოთახში კარადას ათბობს
ათბობს ფილტვებსაც თუთუნის კვამლი
კვამლი ოთახში კადრებად აწყობს 
აწყობს გაცვეთილ ფიქრებს და ნიღბებს
ნიღბებს ყოველ დღე იცვლიან სახლში 
სახლში კედლებიც სულ შენზე დარდობს
სულს ისევ აფრთხობს ქუჩაში მკვდრები 
მკვდრებს გიტარით მოხუცი ართობს
ართობს და არ თხოვს არაფერს არ თხოვს,
მხოლოდ ღიმილიც საკმარისია, 
საკმარისია უხეში მზერა
მოხუცის თვალებს ცრემლები ათბობს
და ისევ ღამეა ჭაღს მარყუჟი ახრჩობს,
ახრჩობს და ელის პატრონს, მაგრამ
მოხუცი დამჭკნარ ხორცს არ თმობს,
ალბომით თვალებს წარსული ართობს,
სურათზე წყვილს ღიმილი ათოვს,
ორსულ ქალს ყმაწვილი ამბორით ამცნობს, 
რომ სიყვარულით გაფრენას სწავლობს,
ასე მუხუცი იხსენებს წარსულს 
ღიმილის სევდა ბალიშს ცრემლებით ახრჩობს,
რა უცნაურია ჭაღარა მოხუცი მარტოსულია,
მაგრამ სიცოცხლე მაინც წყურია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი