მშვიდი ცურვა მღვრიე წყალში...
ვერნაშობი ცრემლებით გავილესე მე მხრები, რომ სიმყარედ ჩამთვალო, ნაპრალს არ შეუშინდე, ჩემი ყველა სიზმარი ეფემერის ნათხრობი, ღმერთის წერილებივით მე შენ დაგიკავშირე. მშვიდი ცურვა გისურვე, ყველა ტალღას ვისრუტავ, ჩემთვის არაფერია შტორმებსა ვარ ნაჩვევი, და ნესტისგან მომაკვდავ გულს ტკივილით ვიმუხტავ, და სიკვდილის ლოდინში კვლავ ცოცხლებში ვვარდები. ჭადარივით ვუჩრდილავ შენში გაზრდილ კესანებს, მზის მხურვალე სიბრაზეს ჩემი მხრები აიტანს, გევედრები, ნურასდროს ნუ დაუთმობ სულს ყვავებს, თორემ ლეშთან პოეტის ყვავი ბრჭყალს არ მიიტანს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი