როცა სიტყვები ვერ გვიშველიან...
როცა სიტყვები ვერ გვიშველიან, და სამარიდან გვესვრიან ბელტებს, ჩვენი ფიქრები სულ უცვლელია, ნეტავ სიკვდილი ხელს გამოგვიწვდენს? ღამე საღამურს სულზე შეგვახმობს, და მზიან დღეებს უმზეოდ ვიტანთ, გვსუსხავს სუნთქვა და წარსულს შეგვალპობს, ცხოვრების ოინს კიდევ ავიტანთ? როცა სიტყვები ვერ გვიშველიან, გასინონიმდა სიკვდილ-სიცოცხლე , სულში გამხმარ ხეს ვერ ასხდებიან ბეღურები და ჩვენვ მტვრევას ვისმენთ. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი