შენ ფიქრზე იწვა ყინვის ქალღმერთი
შენ ფიქრზე იწვა ყინვის ქალღმერთი აკაწკაწებულ ხმელ კბილებზე გასხამდა თრიაქს, ვულკან აენთო სამფეხა წლებს ფიქრის გულმკერდში, ექაჩებოდა მოთმინებას, დანაყვედრ სითბოს, ყინვის ქალღმერთი კი გასხავდა ხახაში თრიაქს, რომ დამთვრალიყავ? არა სულო... რომ დამხვრჩალიყავ სნეულების ზანტი ნაბიჯით... ერთ შობა დილას ქერის თავთავს ნასეტყვარს პარავ, რომ გულგატეხილს არ ჩაუქრეს მზე საყვავილე და გეჩვენება, რომ ქერისებრ მარცვლებს გაფანტავ ყრუ მოთმინებით ყინვის ქალღმერთს სასმისს რომ უვსებ და დღეგრძელობას სხვა ღმერთებთან არშიყობს ხედავ... ხელისგულებზე დაგეფხვნება ზეცის მაქმანი, და დაღლილ მაჯებს ახსენდებათ რისთვის შრომობდნენ, სწუხარ და მაინც ხმელი კბილნი აკაწკაწებით გაცნობენ ქალღმერთს შენი სული აქვს დალული. გაჰღვიძებია, მოუკითხავს სიტყვის ნობათი, შენ კი ვერ ხვდები ვის ლხენისთვის იშლები მარცვლად, თურმე გცნობია ადრე ვიღაც საგაზაფხულო გულ-რწმენ-ფიქრით და მის ბედზედაც ზვავად ნებით ჩამოგიცლია შენი ხურჯინი, მაშინ მომკვდარხარ ბრუციანო, რაის ვაგლახით მიხვდენილო, რომ ფიქრზე გაწევს ყინვის ქალღმერთი, აკაწკაწებულ ხმელ კბილებზე რომ გასხამს თრიაქს, რომ მარადისად იმორჩილოს შენი სიბრმავე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი