ღამე გავტეხე და ჩემ სულში სიბნელე ..


ღამე გავტეხე და ჩემ სულში სიბნელე ჩაწვა,
მერე კი მივხვდი სიბნელეა სულის სინათლე მის დასანახად,
და საბოლოოდ ჩემი სული ხელში ჩამაკვდა.

ხელისგულები ჩიხით სავსე ხელისგულები,
უღვთო შტრიხები ღმერთს კარგავენ, მე კვლავ ვპოულობ,
და მთელი ძალით გულში ვიკრავ შევისისხლხორცებ.

შევისისხლხორცებ, რაზეც ადრე ეს მხრები იწვა,
ზეცისა წირვის, ლაჟვარდისგან დარჩენილ სტიქარს,
ვემბორები, როგორც ღმერთის ბოლო სახსოვარს.

მერე კი ვხვდები ღმერთს, რომ ჩემი სიცოცხლე უნდა,
და ბრძოლით, ფეთქვით მას ტერფებთან მივეახლები,
თავად სიყვარულს, სიყვარულის გადასარჩენად.

ღამე გავტეხე და ჩემ სულში ხმებმა იმძლავრა,
ღმერთს მივატოვებთ, მაგრამ ჩვენგან არასდროს წავა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი