ვიყინები, სხივებს ვხედავ და ვერ ..


ვიყინები, სხივებს ვხედავ და ვერ ვიცვამ,
შენ თვალებში ჩავაქსოვე მთელი სითბო,
ტკივილისგან ახლაც გამხმარ ნაყოფს ვისხამ,
მხსნელად გული მხოლოდ შენ ერთს, შენ ერთს გიხმობს.

დავიღალე, მელანი დუღს იმედს მიწვავს,
ღია სარკმელს ქარიშხალი თავს არ ესხმის,
მაგრამ ჩემში აბობოქრდა რაც არ მითქვამს,
გული კივის, მაგრამ შენ ეს, ეს არ გესმის.

ოცნებებმა გაზაფხული მიატოვეს,
უსახლკარო ბავშვებივით გაიფანტნენ,
ეს სიცოცხლე ნეტავ როდის მიმატოვებს,
თოლიებო, ნეტავ შორეთს წამიყვანდეთ.

ვიყინები, უშენობა სულსაც მიმღვრევს, 
მარტის ქარებს ეგ სურნელი თან დაჰყვებათ,
ღამე კარებს მიგიხურავს თითქოს გიშვებს,
მაგრამ კედლებს შენზე დარდი წამოსცდებათ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი