მე ხმები მესმის, რომლებიც დუმან ..
მე ხმები მესმის, რომლებიც დუმან, ხმები სიჩუმით იჭრიან ტოტებს, გაზაფულს, როგორც კაბას იხდიან, და გახუნებულ იცვამენ სიზმრებს. მე ხმები მესმის, ჩვენსკენ მოდიან, ყვითელი სული წვეთავს და მტოვებს, მწუხრის ჟამს ხევებს მოისყიდიან, და აგვაფხეკენ ზეცის სილურჯეს. ხმები სასთუმალს ელექება და, ღამით კისერზე მომაკრავს მტევნებს, გულს უღმერთობა ეხეთქება და, არტახს მოვიგლეჯ, სუნთქვას ვერ შევძლებ. მე მესმის გესმით, როგორ ყივიან, წარსულის ლანდებს ძახილი ძალუძთ, მღრღნელები ძარღვებს შეუჩნდებიან, მელნისგან მცლიან და მაინც, კვლავ დუღს. მე ხმები მესმის, სიყრუით მჭრიან, სიკვდილს ვუსმენ და სიცოცხლეს ჩივის, ნეტავ როდესმე გაყუჩნდებიან ? სულზე ამ ხმების სურნელი მიდის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი