მოგონებებს მოვიხმობ ილუზიის სცენიდან ..
მოგონებებს მოვიხმობ ილუზიის სცენიდან, ღმერთო მონატრებისგან მწველი ღამე მაყეფებს, შენ ტერფებთან ვერ მოვალ და სჯობს უფრო შორიდან, მკერდში მძაფრი სიჩუმე, ვიცი ჩემებრ გაღელვებს. მხრებზე ღამეს მოვისხამ, ღამე ჩემი სულია, ბნელი, როგორც სინათლე, თვალებს მიწვავს სიშმაგით, თითქოს ღმერთი არ არის, მწუხრი ცარიელია, და მშიერი თითები დაგერივნენ სიხარბით. შენ ტერფებთან ვერ მოვალ და სჯობს უფრო შორიდან, ვარსკვლავები გალობენ წყვდიადს მიღმა დუმილით, ნეტავ როდის იფეთქებს სიბრალულის ჩადრიდან, სიყვარული, როგორც მძლე, ყოველისშემძლე ღმერთივით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი