სანამ დროა..
მეც გაზაფხულის ყვავილივით ნაზი ფიქრები , შემომეხვივნენ, ვით მზის სხივნი აშოტილ მყინვარს , დროც დაეწაფა მონდომებით ჩემს გაღიმებას , დუმან, მშვიდობას მოასწავებს ეს მჩუმარებაც . რაა სიმთვრალე თუ ზამთარში გულს არ გაგითბობს , არ შეგაყვარებს ყოველივეს ყველაფრით ყველგან , რაა სიცოცხლე თუ მივეცით ჩვენ თავს უფლება , რომ დავიკარგოთ და გავაქროთ განვლილი ეს გზა , რომელიც ბეწვის ხიდებით და ლხინით სავსეა , რომელზე გავლაც არც თუ ისე არის მარტივი , რაა ცხოვრება თუ ამოვშლით იმ მოგონებას , დროის წიგნიდან, რომლის შვილიც ერთ დროს ვიყავით ... ვაი საწყალო ჩემო თავო გაზაფხულდება , აღარ დაკარგო ძლივს მოსული წრფელი იმედი , გაზაფხულდება და ეს წამიც ემახსოვრებათ, რომ აქ ვიყავით და მათსავე დღისთვის ვიბრძოდით . თუნდაც სიტყვებით, ქუჩა ქუჩა მიმოფანტულით , თუნდაც ამ ფუნჯით, უფერული ლოდინით მდგარნი . არ დავიწყება დროებითი, ტკბილი ხილია, ამიტომ ისევ, ამ დროების მონებად ვრჩებით..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი