არეული ნაბიჯები


გევედრები გაახილე ეგ თვალები ,
ჩამახედე მაგ სულში და განმიმარტე,
შემეშალე? თუ ბრმა ვიყავ ამ წუთამდე,
იქნებ მერეც დავიჯერო უარყოფა.
გევედრები მაგ თვალებში ჩამახედე,
შენ ჩარაზე ჩემზე ფიქრი სარდაფებში ,
თითქოს ღმერთმა განგაწესა ჩემს ჯალათად ,
მაშინ როცა სიყვარული არის ღმერთი ,
ჩამახედე მაგ თვალებში, სიტყვებს ენდე ,
მართალია არ გიყვარვარ, გეზიზღები ,
ამას შეგთხოვ არსებობა გადაფურცლე ,
დამაჯერე რომ ბრმა არ ვარ ცხოვრებაში .
მხოლოდ შენი გაღიმება სხეულს მითბობს ,
თითქოს ცაზე კომეტები აყვავილდნენ, 
შენ გათელე ყველაფერი რაც არ იყო ,
მაგრამ იქნებ გაგვძღოლოდა ბედი მაინც.
აღარ ვიცი რაღა გითხრა, რატომ ვბოდავ ,
ხო ბოდვაა, რადგან შენთვის არ აქვს აზრი ,
დამიჯერე სასწაული დაიჯერე,
სიყვარული ღმერთია და სულში ყვავის .
იქნებ ერთხელ დაინახო ეს სამყარო,
გადაშალე ხელები და წამიკითხე ,
აღარ შერჩათ აღარც ერთი ნერვი საღი,
წერილსაგან იმედივით გამომშრალი.
არ მრცხვენია, სიყვარულით მე ვამაყობ ,
ხო გაიგეთ რომ მთვრალი ვარ ამ განცდებით ,
რადგან ერთხელ მეწვია და არ მშორდრბა ,
დრო ვერ წაშლის თუ წარღჳნაა გულის ბაღში.
ასეთი ვარ და ვიქნები სამომავლოდ,
თუ გავგიჟდი სიყვარულში, სამართალში ,
ეს ორი კი ვერ ემთხვევა ხშირად ერთურთს,
მაგრამ მათთვის ბრძოლას მუდამ აქვს მნიშვნელი .
დაინახეთ ხალხო ხილი თუნდ მაცდური, 
ცხოვრება ხომ წიგნია და გვერდებს ურევს ,
არაუშავს ჩვენ აქ ვცხოვრობთ ჯერჯერობით ,
ამიტომაც მთელი ძალით შეიყვარეთ .
სანამ დროა სანამ წუთი დაგამონებთ ,
თვალს აგიხვევთ და ამ გრძნობას სულს აგიფხეკთ ,
შეიყვარეთ ერთმანეთი, ეს თვალები ,
და გულწრფელად ამ სოფელში გაიხარებთ.
ბევრი ღამეს ვარსკვლავივით მიწას უმზერს ,
ფეხის ნაბიჯს რომ დაეძებს მისკენ მავალს ,
დაიხსომეთ მოვა ერთხელ ზაფხულივით ,
და თქვენს გულში აღმაფრენა გაიმარჯვებს.
თუნდაც წამით ყველაფერი მაინც რჩება ,
თვით წამია ეს სიცოცხლე აღრეული ,
ამიტომაც სიყვარულში გადაცვალეთ ,
არსებობა ფრაზებივით დაქარგული...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი