მთელი არსებით...


ქუჩის კუთხეს მიაპყარი შენი მზერა,
და შეიგრძნობ ჩვეულ სითბოს სულს რომ გითბობს,
იქნებ მაშინ დაინახო ის ვარსკვლავი,
შენზე ფიქრში ღაამეებს რომ ბჟუტვით გიდობს .
არარსებობს დრო წარსულის ან მომავლის ,
ან ფრაზები დასრულდა, სხვა დაიწყება,
თუ შიგნით გაქვს, ვით სინდისი სხეულს გიღრნის ,
თუ სამყაროს დაანახებ არ შეწყდება ,
ეს დინება და ოცნება ერთად ყოფნის ,
ჰაერს უმალ მოედები, შენით ვსუნთქავ,
ახლა უკვე ფოთლებივით ვტკეპნი რითმებს ,
მაგ თვალების სიღრმებმა რომ მაჩვენა.
ვიცი არ გსურს, მაგრამ მაინც გული მიცემს,
შენმა მტრობამ ვერ მომხარა მაინც გხატავ ,
დილით მზის სხივს ეპარები ნავით ტბისკენ,
რომლის ტალღაც ააღლვა ჩემმა ცრემლმა .
ყველაფერი იცი მაგრამ არ იცვლება,
ისე მიცნობ რომ საერთოდ ვერა მხედავ, 
იცი ერთხელ თუ მოვედი წვიმის წვეთით ,
შენს სარკმელზეც დაგიქარგავ ლექსებს მტვრიანს ,
გამიხსენებ ალბათ ერთხელ, იყო გიჟი ,
და ნაღველი ჩაგაფიქრებს იქნებ ღირდა,
გაიფიქრებ არ იყო ჩემი ღირსი ,
არ შეიმჩნევ გრძნობას ღმერთს რომ შენთვის სურდა..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი