ის საქართველო სად არის? ძილისპირულით, რომ მითხრობდნენ,
ის საქართველო სად არის? ძილისპირულით, რომ მითხრობდნენ, დედის ხმაში შერეული სიამაყე სად ჩაქრა, მზის სხივები დალალებში, რომ მიქსოვდნენ, ის გაზაფხული სად გაქრა. სიზმრად ვხედავ როგორ კვეთენ თერგს გმირები, და შატილში ზარებს რეკენ ამაყად, გთხოვთ, დაბრუნდით არაგველნო ჩვენ გვჭირდებით, ქართლის სული მოტირალი უნახავთ. ლაშარის ჯვარს მოეხვია მხრებზე გველი, ჩვენ კი გესვლას მივეჩვიეთ ლაჩრულად, შეხმობიათ არხოტის მთებს სისხლის ცრემლი, და ნისლები მოიხვიეს ფარულად. დაუბრუნეთ საქართველოს სინდისი, აფხაზეთი მოგვაგლიჯეს მკერდიდან, ხატში ძმებმა დააქციეს ერთურთს სისხლი, საქართველომ გულის ფეთქვა შეწყვიტა, შეუბღალავთ ქართილის დედის მანდილი, გააგონეთ ყველას ხევის ყმიული, ჩვენი ჩაკვლა ხომ არ არის ადვილი, აიტანეთ ცამდე ხმლების ხორუმი. შემოაცვდა წარსულს კალთა ვეღარ გვიცავს, და მომავალს ქარაფები იხმობენ, ანთებული საქართველოს ტრფობა გვტკივა, დაკარგული ბავშები სახლს ითხოვენ. ახლაც მესმის შორი გზიდან იავნანა, რიჟრაჟზე, რომ ჯვარს იწერენ ცა და მთები, იგალობეთ ფლასმუნივით " დიდოუ ნანა" ავამღეროთ სულში ქართლის სიმები. ვერნაგრძნობი საქართველოს ტრფობა მტკივა, გააგონეთ ყველას ხმლების ხორუმი, გამოფხიზლდით, ღვთისმშობელს ვგრძნობ ცრემლი სცვივა, გაღვიძება სანამ არის დროული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი