გევედრებით ..


გევედრებით,
როს მოვკვდები,
თავი მიწას შემაფარეთ ,
მხოლოდ ქართულ მთება-გორების,
მკვდარიც ვგრძნობდე ამ სიმძაფრეს,
აღმაფრენას გაჟღენთილი ,
ქათველთ სულის მოამაგეთ,
ვგრძნობდე მთელ ჩემს საქართველოს ,
ამერ-იმერ ყველა მხარეს.
რაც კი რამე გვაბადია ,
სიწმინდე და სილამაზე,
გაშლილ მხრებზე მედგეს მყარად,
კვლავ ავიგლეჯთ უღელს მწვავეს.
ღმერთო ჩემი საქართველოს,
ქართულ მიწას 
და მონასტერს ,
ვერაფერი მოერიოს,
ვერაფერი გაუმკლავდეს.
ქართველ კაცის 
მკაცრსა მზერას , 
ქალის მანდილს,
სიტყვას მჭაქეს ,
მხრებზე მედგეს საქართველო ,
ქართულ მიწას შემაფარეთ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი