ხმები დაიძრა მეგობარო, ბარაბა ტირის,


ხმები დაიძრა მეგობარო, ბარაბა ტირის,
იმ ღმერთს მისტირის, მის ნაცვლად, რომ ჯვარზე ეცვა,
და თანაგრძნობა მზაკვრულ სულშიც ისევე ყივის,
როგორც სიბნელის უმიზეზოდ ყოფად არჩევა.
რადგან დაკარგულ ყვავილობას მოვიხვევთ მხრებზე,
და თავს ვირწმუნებთ, რომ სიცივე ბედის ბრალია,
მითხარით ვინმემ, ზამთრის ტკივილის, რატომ ვერ იგებთ,
თითქოს გულქვობა, უმზეობა მისი ხარკია,
არ გესმით?! ოხვრით თებერვალი რა მძიმედ კივის,
თითქოს ითხოვდეს გამვლელთაგან არ დაბიჯებას,
გაზაფხულს ვეტრფი, როგორც გრაალს, სულის გაწმენდას,
მაგრამ ყინვისთვის ტანჯვის მიძღვნა რა სილაჩრეა,
მე შენ გეძახი, ხელისგულებს დაგფერთხავ ნამქერს,
შენ საძვალეში მარტოობა ჯოჯოხეთია,
გამოიღვიძე მკვლელის მუნდირს გახვევენ მხრებზე,
მე კი ვიცი, რომ აპათია სულ არა გცხია,
ხმები დაიძრა მეგობარო ბარაბა ტირის,
თითქოს და გლოვობს ზამთრის სული მომავლის სიოს,
თითქოს იმ დღისით ღმერთთან ერთად ბარაბაც ეცვა,
და მთელი არსით იმეორებს მიყვარხარ ღმერთო...

ს.ბ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი