მატარებელი
დუდუნ-დუდუნ დუდუნ-დუდუნ დუდუნ-დუდუნ, ვაგონები გაურბიან დროს და სივრცეს, ვით ლერწმები შფოთავენ და ირწევიან, უღრან ტყეებს გასცდებიან ვით სინესტეს. შორს გარბიან და გზის ტალღებს ერევიან, როგორც ნისლებს, მიიწევენ წინა ფრონტზე, სურთ სიცოცხლეს აუხირდნენ, იტოვებენ ხროვის ყმუილს, შიშს იგლეჯენ ვით სიმძიმეს, დუდუნებენ ვაგონები, თითქოს დუმილს აუჯაყდნენ. ლიანდაგებს შერევია ხრიოკი და მიწას იგლეჯს, წლების მიღმა გათელილი ყვავილნარი ტირილს არ წყვეტს, ძილისპირულს უმღერიან მზეს და მაინც დაღლას ითმენს, ძილისპირულს დუდუნებენ რელსები კი ძარღვს არ იწყვეტს. დუდუნ-დუდუნ, დუდუნ-დუდუნ სურნელს წვავენ, და სიმწვავე გააშმაგებს ზეცის მცველებს, ვაგონები ბუნების სულს კლავენ, კლავენ, ისევ კლავენ, ხეთა მკლავებს მელნით ვსერავ, ვუხმობ ღმერთს და ვებრძვი ავდრებს. დუდუნ-დუდუნ დუდუნ-დუდუნ დუდუნ-დუდუნ ნაბიჯს არ წყვეტს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი