მენატრები, როგორც მელნის მხურვალება,
მენატრები, როგორც მელნის მხურვალება, როგორც ქარებს ნელი ვალსი ვერხვებთან, გავატანო პოეზიას მწუხარება, მერცხლებს ვამცნობ ღმერთთანა მსურს შეხვედრა. შენ ერთი ხარ, როგორც ზეცის დიადემა, ხელისგულებს შერჩენილი სითბო, სულს დაგითმობ სიკვდილთან მსურს დაზავება, ვიცი, ღმერთმა ანგელოზად გიხმო. მენატრება, სიცხადეში შენი ხილვა, ეს სიზმრები სულს მიკორტნის, მახრჩობს, პოეზიას გავაყოლე მწველი ხველა, სუნთქვაც მიჭირს, შენ სახელს ვერ ვამბობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი