სად მოგველიან ია-ვარდებით ..


სად მოგველიან ია-ვარდებით,
მორევთ თარეში როს ვისალბუნოთ,
ერთია გზაა და იქაც ვვარდებით,
არავინ დარჩა რომ გვივექილოს.

ვგდივარ ღმერთსა და დემონებს შორის,
თვალებს ვიბრმავებ ყორანთა ნადავლს,
ლანდები მათრობს უნახავ დროის,
მზე ნისლებს არღვევს, ვით ქალი ძაძას.

მთვარე მამხელს და სიშიშვლეს ვდევნი,
სარკის ანარეკლს ამხეცებს დაღლა,
აქ გიჟად გთვლიან იქ რას მოელი,
სულით დაცემა მოგელის მაღლაც.

შორს მყინვარები იხვევენ თავშალს,
მალავენ სხივთა მთვლემარე კოკრებს,
სუნთქვას ვწყვეტ, გარეთ უღმერთოდ ნამქრავს,
ქარი ქრის, მე ბრმა კი ნათელს ვეძებ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი