ძვირფასო
ძვირფასო, ნუ ღელავ გაზაფხულს მოგიყვან, მივრბივარ, მწველ ყინვას შენიდან ვიყოლებ, ხელები გაშალე სიცოცხლეს მოგიტან, ჩაგიკრავ სულში და ჯვარს გულზე გატარებ. ტკივილებს ბუხრისთვის, ვით შეშას დავჩეხავ, მზის სხივებს დაგიკრეფ ოცნების ბაღიდან, შენ ღვთიურ თვალებზე მწუხრს ლექსებს დავწერ და, რიჟრაჟზე კესანეს დალალში ჩაგიწნავ. გაშალე ხელები სიცოცხლეს მოგიტან, მოგირჩენ დაჭრილ მხრებს, რომ ფრთები შეისხა, იფრინე ლივლივით ცრემლებსაც მოიბან, ბროწეულს შეხედე კვირტები მოისხა. სამყაროს დავიპყრობ სივრცეში დავცურავ, თუმცა მე მხოლოდ შენ, მხოლოდ შენ მეყოფი, სულიდან ყრუ ტანჯვას, ფარჩასაც გავიტან, მიყვარხარ , მიყვარხარ ვამბობ და არ მყოფნის... ს.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი