ბინდდება მე კი...
ბინდდება, მე კი ახლა ვიღვიძებ, სულს კარადიდან ჩამოვხსნი, ვფინავ, სადამდეც შეძლებ წვიმავ იდინე, განმკურნე მელნით თავს, რომ ვიწამლავ. შებინდდა, მძიმე დაისი მაწევს, და ჩემ სულს მწუხრის მარყუჟში ვხლართავ, აღარც კი ვლოცულობ,- ხელს ნუ გამიშვებ, ყინავს და პულსსაც ღმერთივით ვკარგავ. სიცოცხლის ბოლოს მომაგონდება, სევდანარევი ზეცის სილურჯე, ღამით უმზეო გამოდარება, ლაჟვარდის წმინდა,წრფელი სიდინჯე. ნეტავ როდემდე განმეორედება, სულის მძაფრ სისხლში ხელების გასვრა, არა, ტკივილი არ განელდება, გაზვირთდება და მხეცივით მშთანთქავს... ს.ბ
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი